Thursday, October 11, 2018

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, თამარ წილოსანი


პრაქტიკული  კვლევა
 

თემა:    მოსწავლეთა   შორის   თანამშრომლობის,  კერძოდ  ,,    
             ჯგუფური   მუშაობის“  ხარვეზები  VII 1  კლასში  და  მისი 
             აღმოფხვრის  გზები








ავტორი: თამარ  წილოსანი
კრწანისის საჯარო სკოლა  2017 წელი


                                        
ს ა რ ჩ ე ვ ი:
1.            შესავალი                -------------------------------------  3
2.            ლიტერატურის  მიმოხილვა         -------------------  3
3.            პრობლემის  შერჩევა       -----------------------------  4
4.            კვლევის  ვადები          -----------------------------     5
5.            კვლევის  მიზანი                   ------------------------     6
6.            სამიზნე ჯგუფი                    -------------------------     6
7.            კვლევის  მთავარი  კითხვა  ------------------------     6
8.            მეთოდოლოგია       ----------------------------------     6
9.             რა  შეიძლება  იყოს  პრობლემის  გამომწვევი  მიზეზები?  -  6
10.        ფოკუსჯგუფი ----------------------------------------   7
11.        ინტერვიუ                        -----------------------------    7
12.        ფოკუსირებული  დაკვირვება  გაკვეთილზე    ---  7
13.        მონაცემთა  შეგროვება  და  ანალიზი       ----------  8
14.        კითხვები მშობელთათვის                    --------------   9
15.        კითხვები  მასწავლებელთათვის      ----------------  10
16.        კვლევის  მიგნებები                   ----------------------- 12
17.        შესაძლო  ინტერვენციები              ------------------- 12
18.        განხორციელებული  ცვლილებები   ----------------  13
19.        ინტერვეციის  შეფასება                        ----------------   13      
20.        კვლევის  შედეგების  კვლევა                     ------------ 14
21.        რეკომენდაციები  მასწავლებელთათვის   -----------  15
22.        რეკომენდაციები  მშობელთათვის        --------------- 15
23.        დასკვნა     ------------------------------------------------ 15
24.        დანართი 1  ----------------------------------------------   16
25.        დანართი 2  ----------------------------------------------   17
26.        ბიბლიოგრაფია   ----------------------------------------   18



                                                   
                                                   შესავალი

  პედაგოგიურმა  პრაქტიკამ  გვიჩვენა,  რომ  მოსწავლეთა   თანამშრომლობითი სწავლების  კულტურა  დაწყებითი  საფეხურიდანვე პრობლემაა, რომელიც  საბაზო  საფეხურზე  გადმოყვებათ  ხოლმე  მოსწავლეებს.
   წინამდებარე  ნაშრომი  არის  პრაქტიკული  კველვის  ანგარიში. ნაშრომში  განხილულია  თანამშრომლობითი  სწავლების  დროს  აღმოჩენილი  პრობლემები  და  მათი  გადაწყვეტის  გზები  VII1  კლასში.
ლიტერატურის  მიმოხილვა
     თანამშრომლობითი სწავლება წარმოადგენს სწავლების ყველაზე თანამედროვე ფორმას, რომელსაც მასწავლებლები სულ უფრო აქტიურად იყენებენ სასწავლო პროცესში. იგი მიმართულია პარტნიორული და ჯგუფური მუშაობისკენ, რომელიც მოითხოვს მონაწილეთა სინქრონულ და ასინქრონულ, კოორდინირებულ და კონსტრუქციულ აქტივობას პრობლემის ერთობლივად გადასაჭრელად და საერთო მიზნის მისაღწევად.
     თანამშრომლობითი სწავლების დროს, დამოუკიდებელი და კონკურენტული სწავლებისგან განსხვავებით, მოსწავლეებს უვითარდებათ ორმაგი როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური პასუხისმგებლობა. ამ დროს თითოეული მათგანი პასუხს აგებს არა მარტო საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე, არამედ ჯგუფსა და მის წარმატებაზეც.
     ამრიგად, თანამშრომლობითი სწავლებისას გამოყოფენ პასუხისმგებლობის ორ დონეს. პირველია ჯგუფური პასუხისმგებლობა, რათა ჯგუფმა მიაღწიოს მიზანს, ხოლო მეორე ჯგუფის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობასა და წარმატებაში. სწორედ პასუხისმგებლობის ეს ორი დონე უნდა იყოს ინტეგრირებული თანამშრომლობით გაკვეთილში, თითოეულ მოსწავლეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მისი წარმატება ჯგუფის წარმატების საწინდარია.
      თანამშრომლობითი სწავლებისთვის შექმნილი ჯგუფის ერთ-ერთი ამოცანაა, თითოეული წევრი აქციოს მკვეთრად გამოხატულ ინდივიდად, თუმცა კვლევები გვიჩვენებს, რომ ჯგუფური მუშაობის დროს ბევრი მოსწავლე ცდილობს, სხვის ხარჯზე გავიდეს ფონს და დაუმსახურებლად მიიღოს ჯილდო. აქედან გამომდინარე, ადვილი არ არის, შევაფასოთ ჯგუფურ მუშაობაში თითოეული მოსწავლის მიერ შეტანილი წვლილი. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მასწავლებელმა გონივრულად უნდა შეარჩიოს ჯგუფური მუშაობის მეთოდი.
   ,, ორი თავი უკეთ სწავლობს, ვიდრე ერთი” - კლასიკური გამოთქმის ეს ვარიაცია მართებულია მოსწავლეების კონტექსტში.  თანამშრომლობითი სწავლა უფრო მეტია ვიდრე მოსწავლეების "ერთად მუშაობა". ჯგუფური სამუშაოს უპირველესი მიზანია, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ სწავლის პროცესში, სადაც განსაზღვრულია საერთო მიზანი. ასეთი დაჯგუფება მოსწავლეებს საშუალებას აძლევთ, რომ გააუმჯობესონ თავისი და ერთმანეთის სწავლა.
      "თანამშრომლობითი სწავლის სიტუაციაში ინტერაქცია ხასიათდება პოზიტიური მიზნით, რომელიც ურთიერთდამოკიდებულია ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე" (ჯონსონი და ჯონსონი, 1998)


  სასწავლო პროცესში თანამშრომლობითი ჯგუფები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, რომ მათ ცხოვრებსეულ კონტექტში ისწავლონ ერთმანეთისგან და ასწავლონ ერთმანეთს. "1990-იან წლებში, ორგანიზაციების შესწავლისას გუნდური მუშაობა აღმოჩნდა ყველაზე მეტად დაფასებული მენეჯერული კომპეტენცია მსოფლიოში" (გოლემანი, 1998). ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ მოსწავლეები თანამედროვე სამუშაოსათვის შესაბამისი რესურსების მიცემით, რაც გულისხმობს ერთად მუშაობას პროდუქტების შესაქმნელად და პრობლემების გადასაწყვეტად
  თანამშრომლობითი ჯგუფების მუშაობის გარშემო სასწავლო პროცესის ორგანიზებისას საბოლოო მიზანია, რომ მოსწავლე აქტიურად ჩაერთოს სწავლის პროცესში. მოსწავლეების დაწყვილებისას და პატარა გუნდებად დაყოფისას მათი ჩართულობის შესაძლებლობა იზრდება. მოსწავლეები ნაკლებ ზეწოლას გრძნობენ, როდესაც მათ დაავალებენ ამოცანის შესრულებას თანასწორთან ერთად, ვიდრე მაშინ, როდესაც დამოუკიდებლად აკეთებენ. თანამშრომლობითი სწავლა სტრატეგიულად უნდა გამოვიყენოთ. "კვლევამ დაადგინა, რომ თანამშრომლობითი სწავლება უფრო ეფექტიანია ვიდრე კონკურენტული და ინდივივიდუალური სწავლება როგორც აკადემიურ, ასევე სოციალურ კონტექსტში, მიუხედავად საგნისა თუ კლასისა" (კაგანი, 1997). მოსწავლეები ხშირად სკოლას აღიქვამენ, როგორც კონკურენციის დაწესებულებას, სადაც ისინი თავის კლასელების დაჯაბნას ცდილობენ. კვლევების თანახმად მოსწავლეები უფრო პოზიტიურად არიან განწყობილები სკოლის, საგნისა და მასწავლებლების მიმართ, როდესაც ისინი თანამშრომლობით მუშაობენ. (ჯონსონი და ჯონსონი)
პრობლემა  და  საკვლევი  საკითხი
პრობლემის  შერჩევა
    პრაქტიკული  კვლევა  ჩავატარე  გარდაბნის რაიონის  კრწანისის  საჯარო  სკოლის  VII1  კლასში. კლასში  20  მოსწავლეა.  აქედან  3 აზერბაიჯანელი, 1 სომეხი  და  16  ქართველი  მოსწავლეა.
   ვარ  მეშვიდე  კლასის დამრიგებელი  და  ამასთანავე  მათემატიკის  მასწავლებელი.
   დაკვირვებას  ვატარებდი , როგორც  საგაკვეთილო  ისე  არასაგაკვეთილო  პროცესში, ( გასვლით  ღონისძიებებში ).
   ბევრი მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის მთავარი იმედგაცრუება მდგომარებს იმაში, რომ თანამშრომლობით ჯგუფებში ხშირად მაღალი მოსწრების მქონე მოსწავლეები სამუშაოს უმეტეს ნაწილს აკეთებენ. თანამშრომლობითი ჯგუფი რომ ეფექტური იყოს და კარგად დაინერგოს სასწავლო პროცესში, ჯგუფურ სამუშაოში გამოყოფილი უნდა იყოს ნათელი როლური პასუხისმგებლობები, როლები და ინდივიდუალური პასუხისმგებლობები
      ჯგუფური  მუშაობის  დროს  გამოიკვეთა  მოსწავლეებს  შორის  პირად  ინტერესთა  კონფლიქტი  (დაკვირვების  შედეგად  მივხვდი, რომ  მოსწავლეები  ერთმანეთის  აზრებსა  და  ინტერესებს  არ  ითვალისწინებენ, რამაც მაფიქრებინა, რომ  სწორედ ეს    უშლიდათ   მათ ხელს  ჯგუფურ  სამუშაოების  შესრულებისას მაღალი  შედეგის  მიღწევაში)
კვლევის  ვადები:

        აქტივობა

        15 მარტი
        
       აპრილი     
      
       მაისი


15 ივნისი

პრობლემის  იდენტიფიცირება

ü  







კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება

ü  







  ფოკუსირებული  დაკვირვება გაკვეთილზე

ü  








კითხვარის შედგენა, დამუშავება


ü  



მოსწავლეთა  გამოკითხვა




ü  


კვლევაში  ჩართულ  მასწავლებელთა გამოკითხვა

    
  

ü  




მშობელთა  გამოკითხვა ანკეტირების  სახით




ü  




სავარაუდო  ინტერვენციების განხილვა


                   


ü  

ინტერვენციის  განხორციელება
 


ü  

ინტერვენციის  შედეგების  ანალიზი








ü  
მეორად მონაცემთა  შეგროვება  და  ანალიზი






ü  
პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებასთან, შედეგების გაცნობა

 





ü  





კვლევის  მიზანი:  VII 1 კლასში   მოსწავლეთა  შორის   თანამშრომლობითი  უნარის  განსაზღვრის  
                                 შედეგად აღმოჩენილი  პრობლემის  გადაჭრის  გზების  ძიება


სამიზნე   ჯგუფი   VII 1 კლასი  

  პრობლემის    ზუსტად     განსაზღვრისათვის     მნიშვნელოვანია     ჩამოვაყალიბოთ 

კვლევის  მთავარი  კითხვა:
  რა  არის   VII 1  კლასში  თანამშრომლობითი  სწავლების  კულტურის  დაბალი  ხარისხის  მიზეზი?
მეთოდოლოგია
  ამ თავში განხილულია საკვლევი საკითხი და ქვეკითხვები,მოცემულია კვლევის დიზაინი და კვლევის გეგმა. წარმოდგენილია ინფორმაცია კვლევისათვის მონაცემთა შეგროვების მეთოდების შესახებ.
რა  შეიძლება  იყოს  პრობლემის  გამომწვევი  მიზეზები?
    საკვლევი  პრობლემის  აქტუალობის  დასადგენად  გამოვიკითხე  საბაზო  და  დაწყებითი საფეხურის  მასწავლებლები. მასწავლებლებთან  ჩატარებული  შეხვედრების  შედეგად, შევჯერდით  რა  არის გასაუმჯობესებელი  და  რა  შეიძლება  იყოს  აღნიშნული პრობლემების  გამომწვევი  მიზეზები.
1)      მასწავლებლები  არ  უბიძგებენ  მოსწავლეებს  თანამშრომლობისკენ.
2)       საშინაო  დავალებები არ  არის  გათვლილი  თანამშრომლობით  სწავლებაზე.
3)      ჯგუფში  დავალება  არაა  გასაგები, მასალა  არასაკმარისია.
4)      ჯგუფში გარკვეული  წევრები  დომინირებენ. (ამას  მასწავლებელი  არ  ამჩნევს და არ/ვერ  რეაგირებს).
5)      ზოგიერთები  მუშაობენ, ზოგიერთები  ცდილობენ  ,,სხვების  ხარჯზე  გამოძვრომას“. (ამას  მასწავლებელი  არ  ამჩნევს და არ/ვერ  რეაგირებს).
6)      შედეგს  მხოლოდ  ერთი  წარმოადგენს  და  ქებასაც  ის  იმსახურებს.
7)      შედეგი  არასასურველია, რადგან  ზოგიერთებმა იზარმაცეს.
8)      ადგილი  აქვს  დისკრიმინაციას.
9)      ზოგ წევრს აქვს  მეტისმეტად  ბევრი, ზოგს  კი მეტისმეტად  ცოტა  დავალება.

 

 კვლევის  სანდოობის გაზრდის   მიზნით მონაცემთა  შეგროვების  მეთოდებად გამოვიყენე  ჩაღრმავებული  ინტერვიუები, ფოკუსჯგუფი, ფოკუსირებული  დაკვირვება გაკვეთილებზე  და  კითხვარები.
 ფოკუსჯგუფი  ჩავატარე  VII1  კლასის  მოსწავლეების  მშობლებთან. მისი  მიზანი  იყო  საბაზო  საფეხურის  მოსწავლეთა  მშობლებისგან გამერკვია  მშობელთა  აზრი  თავიანთი  შვილების თანამშრომლობითი  სწავლების  ფორმებზე, რაც  დამეხმარა კვლევის  სწორად  წარმათვასა და კითხვარის  მომზადებაში.
 ფოკუსჯგუფი
    ფოკუსჯგუფი  ჩავატარე  საბაზო საფეხურის სხვადასხვა  საგნის  მასწავლებლებთან. მისი მიზანი იყო გამომეკვლია  კონკრეტულად  რა პრობლემებს აწყდებოდნენ   VII 1  კლასში  ჯგუფურად  შესასრულებელი  დავალებების  მიცემის  დროს?  
    კითხვარები  მოვამზადე, როგორც  მე -7  კლასის  მოსწავლეთა  მშობლებისათვის ( დანართი 1 )  ასევე    საბაზო    საფეხურის    პედაგოგებისათვის      ( მე -7  კლასის   საგნის    მასწავლებლებისათვის:  (დანართი 2 ) ,    რომ  დამედგინა  კონკრეტულად  რა  არის  მიზეზი , რომ   მოსწავლეები  ჯგუფური  დავალების  შესრულებისას  ვერ  თანამშრომლობენ.

   ინტერვიუ
    
 ინტერვიუ  ჩავატარე   მოსწავლეებში, რამაც    საშუალება  მომცა  განმესაზღვრა  მოსწავლეთა  დამოკიდებულება   ჯგუფური  მუშაობის  შესახებ ( თანამშრომლობითი  სწავლების  შესახებ).
     შედეგად  დავინახე,  რომ  კლასის  დიდი  ნაწილისთვის  ჯგუფური  მუშაობა  საინტერესო  და  სახალისო  არ  არის, რადგან  ჯგუფური  მუშაობის  დროს   მაინც ძლიერი  მოსწავლეები დომინირებენ  და  შექებასაც  ისინი  იმსახურებენ. ლიდერებადაც  ყოველთვის  ძლიერი  მოსწავლეები  სახელდებიან.
   
ფოკუსირებული  დაკვირვება  გაკვეთილებზე

    მე -7  კლასში  დავესწარი  მათემატიკის, ისტორიის, ქართულის  გაკვეთილებს, რათა  დაკვირვების  შედეგად  გამერკვია , როგორ მუშაობდნენ  მოსწავლეები  ჯგუფებში  და  რა  პრობლემებს  აწყდებოდნენ  ჯგუფურ  სამუშაოებში. დაკვირვება  მოვახდინე  ჯგუფური  სამუშაოების  შეფასების  კრიტერიუმებზე  დაყრდნობით.
  დაკვირვებამ  მაჩვენა, რომ  ყველა  საგანში  გამოიკვეთა  ერთიდაიგივე  სახის   პრობლემა.
მოსწავლეთა  გამოკითხვის  შედეგი  წარმოვადგინე  დიაგრამის  სახით:





მონაცემთა  შეგროვება  და  ანალიზი
    კითხვაზე:  საინტერესოა  თუ  არა  შენთვის  თანამშრომლობითი  მუშაობა   დავალების  შესრულებისას?   მოსწავლეთა  35 %  - მა  დადებითი , ხოლო  65 %-მა   უარყოფითი  პასუხი  გამცა.   ვფიქრობ,  საშინაო  დავალების  შესრულების  დროს  მოსწავლეებს  არა  აქვთ  განვითარებული  თანამშრომლობითი  მუშაობის  უნარი.
     დიაგრამაზე  შედეგები  შემდეგნაირად  აისახა:


    კითხვაზე:  თვლი  თუ  არა , რომ  თანამშრომლობითი  სწავლების  დროს  თქვენ  ასწავლით  ერთმანეთს  და  სწავლობთ  ერთმანეთისგან? მივიღე  30%   დადებითი,  ხოლო  70% უარყოფითი
პასუხი. რაც  ვფიქრობ, მეტყველებს  იმაზე, რომ  თანამშრომლობით  სწავლებას  ბავშვები  დიდ  მნიშვნელობას  არ  ანიჭებენ  სწავლების  პროცესში.


კითხვები  მშობელთათვის
  მოვამზადე  კითხვები  მშობელთათვის  და  ჩავატარე  გამოკითხვა . მშობლებმა  კითხვაზე : ,, აქვს 
თუ  არა  თქვენს  შვილს  თანამშრომლ;ობის  უნარი „   30% - მა  გასცა  დადებითი  პასუხი, 40 % -მა   უაროფითი  და  30 % -ის  აზრით  ნაწილობრივ .  როგრც  ჩანს  თანამშრომლობითი   უნარის  ნაკლებობას  მოსწავლეები  სახლშიც  ამჟღავნებენ.
   შედეგები  წარმოვადგინე  დიაგრამის  სახით.
   კითხვაზე :  აქვს  თუ  არა  თქვენს  შვილს   მოსმენის  და სხვისი  აზრის  გაზიარების  უნარი?  30% - მა  გასცა  დადებითი  პასუხი, 30 % -მა   უაროფითი  და  40 % -ის  აზრით  ნაწილობრივ .  ბავშვს,  რომლესაც  არ  გააჩნია  სხვისი   მოსმენის  და  სხვისი  აზრის გაზიარების  უნარი ნაკლევად  ექნება  განვითარებული  თანამშრომლობის  უნარი.
 შედეგები  წარმოვადგინე  დიაგრამის  სახით.
     
 კითხვაზე : საშინაო  დავალების  შესრულებისას  ან  ინფორმაციის მოძიებისას  მიმართავს  თუ  არა  თქვენი  შვილი  დასახმარებლად  სხვას?   30% - მა  გასცა  დადებითი  პასუხი, 70 % -მა   უარყოფითი. თანამშრომლობითი  უნარის  ნაკლებობას  მოსწავლეები  ამჟღავნებენ  საშინაო  დავალების  შესრულების  დროსაც.
  შედეგები  წარმოვადგინე  დიაგრამის  სახით.

კითხვები  მასწავლებელთათვის
  მოვამზადე  კითხვები  მასწავლებელთათვის  და  ჩავატარე  გამოკითხვა, კითხვაზე: ხშირად  იყენებ  თუ  არა  ჯგუფურ   მუშაობას?   40% - მა   გასცა  დადებითი  პასუხი, 10 % -მა   უაროფითი  და  50 % -ის  აზრით  ნაწილობრივ .   შედეგები  დიაგრამით  მაქვს  წარმოდგენილი.
 
 კითხვაზე: აძლევთ  თუ  არა  მოსწავლეებს  თანამშრომლობით  სწავლებაზე  გათვლილ  საშინაო  დავალებებს?  მასწავლებელთა  20% - მა    დადებითი ,  70% მა უარყოფითი, ხოლო 10% -მა მიპასუხა იშვიათად.  სამწუხაროდ,  რადგან  მოსწავლეებს  ხშირად  არ  ვაძლევთ  თანამშრომლობით სწავლებაზე  გათვლილ  საშინაო  დავალებას  პრობლემის  ერთ-ერთ  მიზეზად ესეც  მიმაჩნია.
შედეგები  დიაგრამით  მაქვს  წარმოდგენილი.

      კითხვაზე:  აწყდებით  თუ  არა, პრობლემებს  VII 1 კლასში  საგაკვეთილო  პროცესში  აქტივობის  ჯგუფურად  მუშაობის   განხორციელებისას?    70 % - მა   გასცა  დადებითი  პასუხი, 30 % -მა   უაროფითი .   შედეგები  დიაგრამით  მაქვს  წარმოდგენილი.


კვლევის  მიგნებები  

 მონაცემთა  ანალიზისას  გამოიკვეთა  რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:

·         გამოცდილების  გაზიარების  ნაკლებობა  საბაზო  საფეხურის  პედაგოგებს  შორის.
·         მოსწავლეების  უმრავლესობა არ  თვლის,რომ  თანამშრომლობითი  სწავლებისას  ისინი    ასწავლიან  ერთმანეთს  და  სწავლობენ  ერთმანეთისგან. 
·         ნაკლებად  აქვთ  ბავშვებს  განვითარებული  თანამშრომლ;ობის  უნარი.
·         ბავშვების  დიდ ნაწილს არა აქვს  მოსმენის  და სხვისი  აზრის  გაზიარების  უნარი.
·          ინფორმაციის მოძიებისას  ან   საშინაო  დავალების  შესრულებისას იშვიათად  მიმართავენ დასახმარებლად  სხვას.
·         მასწავლებელბი  იშვიათად იყენებენ    ჯგუფურ   მუშაობას.
·         მასწავლებელები   იშვიათად  აძლევენ  თანამშრომლობით  სწავლებაზე  გათვლილ  საშინაო  დავალებებს.



შესაძლო  ინტერვეციები   
    კვლევის  პროცესში  მიღებული  ინფორმაციის  და   მონაცემების ანალიზის  საფუძველზე,  შევიმუშავე  სავარაუდო  ინტერვეციის  რამდენიმე  ვარიანტი:
·         ჯგუფურად  შესასრულებელი  საშინაო  დავალებების  მიცემა.   
·         წინასწარ  მომზადებული დავალებების  გადანაწილება   ყველა  ბავშვისთვის  თამაბრად.
·         ჯგუფში  როლების  გადანაცვლება.
·         პრეზენტატორის    შერჩევით  არჩევა.
·         პროექტის  ჯგუფებში   დაგეგმვა   და  განხორციელება.
·         წლის  ბოლოსთვის  დაგეგმილ  გასვლით  ღონისძიებისთვის  დავალების    
     ჯგუფურად  გადანაწილება   და  საჭიროების  შემთხვევაში   დახმარებისთვის  მიმართონ     
     მშობელს.
·          საგაკვეთილო  პროცესში  ჯგუფური  მუშაობის    ინტენსიურად  ჩატარება.
·         დავესწრები  კოლეგებს, როგორც  საგაკვეთილო  ისე  სამუშაო  შეხვედრებში  რათა   ერთობლივად  გამოვასწოროთ  აღნიშნული  ხარვეზები  თანამშრომლობითი სწავლების  დროს.
·         პრობლემაზე ორიენტირებული   გაკვეთილის  ჩატარება,  რომელიც  მოითხოვს პრობლემის  ერთობლივად  გადაჭრას.






განხორციელებული  ცვლილებები
  
    გავეცანი  ლიტერატურას  ჯგუფური  მუშაობის  მეთოდების  შესახებ  და  გავითვალისწინე  საგაკვეთილო  პროცესში. მოსწავლეები  ინტენსიურად  ვამუშავე  ჯგუფებში  და ისინი   ხალისით  მუშაობდნენ  დავალების  შესრულების  დროს. გაითავისეს, რომ  ჯგუფური  მუშაობის  დროს  მნიშვნელოვანია ,როგორც  ინდივიდუალური ,  ისე  ჯგუფური  პასუხისმგებლობა.  წარმატებულად  განახორციელეს  პროექტები, იმუშავეს  ჯგუფურად. გააქტიურდნენ  სუსტი  მოსწავლეები.
    ექსკურსიის  ორგანიზება დავგეგმე  ისე, რომ  დავალებები  მოსწავლეებს  გაენაწილებინათ ჯგუფურად, რასაც   საკმაოდ  კარგად  გაართვეს  თავი. მოაგვარეს  გასართობი  და  შემეცნებითი  ღონისძიებები, რომლებიც  განახორციელეს  ექსკურსიაზე. ისწავლეს  პრობლემის ერთობლივად გადაჭრა  საერთო  მიზნის  მისაღწევად.  ჩავატარე  პრობლემაზე  ორიენტირებული  გაკვეთილი, რომელიც  მოითხოვდა  პრობლემის  თანამშრომლობით  გადაჭრას.

                                                               
ინტერვეციის  შეფასება

ჩემი  შეფასების  მიზანს  წარმოადგენდა  გამეგო:
·         რამდენად  დაძლევადი  და  საინტერესო იყო  ჯგუფისთვის  მიცემული დავალებები.
·         როგორ  განახორციელეს  ჯგუფებში  როლების  გადანაწილება.
·         შეძლეს  თუ  შეცვლილმა პრეზენტატორებმა    პრეზენტაციის  წარმოდგენა.
·         ითანამშრომლეს  თუ  არა  პროექტის  შესრულებისას.
·         გაახალისებთ  თუ  არა  ექსკურსიის  ერთობლივად  დაგეგმვა  და  განხორციელება.

   პედაგოგთა  შორის  გამოცდილების  გაზიარების  კუთხით, მნიშვნელოვანი  იყო  დამედგინა  იქონია  თუ  არა  გავლენა  პედაგოგების  მუშაობაზე  მათი  პრობლემების  კოლეგებთან  განხილვამ. ამისთვის   ჩავატარე   ფოკუსჯგუფი  მასწავლებლებთან.  ჩემთვის  განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი  იყო  ის, რაც   მასწავლებლებმა  კვლევის  ჯგუფის  წევრებთან  საუბარში  აღნიშნეს. მათი  თქმით, გამოცდილების  გაზიარების  შემდეგ  ბევრი  დეტალი, რომელიც  აქამდე  ბუნდოვანი  ეჩვენებოდათ  უფრო  ნათელი  გახდა.












კვლევის შედეგების კვლევა

  განხორციელებული  ცვლილებების  შემდეგ  გამოვიკითხე    მასწავლებლები   და  კითხვაზე : აწყდებით  თუ  არა, პრობლემებს    საგაკვეთილო  პროცესში  აქტივობის  ჯგუფურად  მუშაობის   განხორციელებისას?   მივიღე  შემდეგი  სურათი 














                                                            რეკომენდაციები
მასწავლებლებისთვის

   კვლევაში  ჩართულმა  მასწავლებლებმა  შევიმუშავეთ   რეკომენდაციები  მშობელთათვის  და  მასწავლებლებისათვის:

1)       საშინაო  დავალებები   გავთვალოთ  თანამშრომლობით  სწავლებაზე.
2)      ჯგუფში  დავალების  ინსტრუქცია  რამდენჯერმე   გავიმეოროთ, შევქმნათ  საკმარისი მასალა.
3)      მეტი   ყურადღება  მივაქციოთ  ჯგუფში  როლების  გადანაწილებას.
4)      შესასრულებელი  დავალებები  ჯგუფის  ყველა  წევრს  თანაბარი  რაოდენობით  გადავუნაწილოთ.
5)      ხშირად  ჩავატაროთ  საგაკვეთილო  პროცესში  ჯგუფური  მუშაობები.
6)      საჭიროა  თანამშრომლობის  გაღრმავება  პედაგოგებს  შორის.
Ø  თანამშრომლობა  საბაზო  და  დაწყებითი  საფეხურის  პედაგოგებს  შორის.
Ø  სამუშაო  შეხვედრებისას  გამოცდილების  გაზიარება.
Ø  სამუშაო  შეხვედრებისას  მოსმენილი  აქტივობების  პრაქტიკაში  დანერგვა.


 მშობელთათვის:

1)      მშობლებმა ხშირად  ჩაუტარონ  საუბრები შვილებს ერთმანეთის  აზრის  მოსმენასა  და  გაზიარებაზე.
2)      მშობლებმა  შვილებთან  ერთად  დაგეგმონ  და  განახორციელონ  საოჯახო  საჭიროებიდან  გამომდინარე  აქტივობა.

    დასკვნა 

     VII 1   კლასში   ჩატარებული  პრაქტიკული  კვლევის  საფუძველზე   შემიძლია  დავასკვნა, რომ   საბაზო  საფეხურზე  თანამშრომლობითი  უნარის ნაკლებობის   მიზეზებია,  ჯგუფური  მუშაობის  დროს  როლების  არასწორი  გადანაწილება, ჯგუფური  მუშაობის  გამოყენების  დაბალი  სიხშირე, გამოცდილების  გაზიარების  ნაკლებობა    პედაგოგებს  შორის. მოსწავლეების  უმრავლესობა არ  თვლის,რომ  თანამშრომლობითი  სწავლებისას  ისინი    ასწავლიან  ერთმანეთს  და  სწავლობენ  ერთმანეთისგან.
  აღნიშნული პრობლემების გამოსასწორებლად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. ჩატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა,რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო.  ბავშვებს  განუვითარდათ პრობლემის  ერთობლივად  გადაჭრის  უნარი  საერთო  მიზნის  მისაღწევად.


                                                               დანართი (1).
კითხვარი  მასწავლებლებისთვის
    პატივცემულო  კოლეგებო, VII 1   კლასში  ვაწარმოებ  პედაგოგირ  კვლევას  თემაზე: ,,მოსწავლეთა   შორის  თანამშრომლობის, კერძოდ  ,,ჯგუფური  მუშაობის“ ხარვეზები  და   მისი  აღმოფხვრა“.
    კვლევის  ერთ-ერთ  მეთოდად  ავირჩიე  ,,ანკეტირება“ .  გთხოვთ ,  შეავსოთ  კითხვარი,  რომელიც  დამეხმარება  კვლევის  სრულყოფაში.


1)       ხშირად  იყენებთ  თუ  არა  ჯგუფურ  მუშაობას?


        კი                                     იშვითად                            არ  ვიყენებ

                                            


2)        აწყდებით  თუ  არა, პრობლემებს  VII 1 კლასში  საგაკვეთილო  პროცესში  აქტივობის  ჯგუფურად  მუშაობის   განხორციელებისას?  




        დიახ                              არა






3)      აძლევთ  თუ  არა  მოსწავლეებს  თანამშრომლობით  სწავლებაზე  გათვლილ  საშინაო  დავალებებს? 



         დიახ                           იშვიათად                     არა
                                              

                                                                 

                                                                  
                                                                   დანართი (2)
კითხვარი    მშობელთათვის
მოგესალმებით !
     VII 1   კლასში  ვაწარმოებ  პედაგოგიურ  კვლევას  თემაზე: ,,მოსწავლეთა   შორის  თანამშრომლობის, კერძოდ  ,,ჯგუფური  მუშაობის“  ხარვეზები  და   მისი  აღმოფხვრა“.
    კვლევის  ერთ-ერთ  მეთოდად  ავირჩიე  ,,ანკეტირება“ .  გთხოვთ ,  შეავსოთ  კითხვარი,  რომელიც  დამეხმარება  კვლევის  სრულყოფაში.


1)      აქვს  თუ  არა  თქვენს  შვილს  თანამშრომლობის  უნარი?

                
                    დიახ                                                 არა                                           ნაწილობრივ




2)      : საშინაო  დავალების  შესრულებისას  ან  ინფორმაციის მოძიებისას  მიმართავს  თუ  არა  თქვენი  შვილი  დასახმარებლად  სხვას?


         დიახ                                                        არა



3)      აქვს  თუ  არა  თქვენს  შვილს   მოსმენის  და სხვისი  აზრის  გაზიარების  უნარი? 



                   დიახ                                           არა                                          ნაწილობრივ



ბიბლიოგრაფია:
1.     ინტერნეტგაზეთი   ,,მასწავლებელი“ : www.mastsavlebeli.ge


2.    თანამშრომლობითი  სწავლება : (გოლემანი, 1998). (Goleman, D. (1998). რას აკეთებს

                                                    ლიდერი? ჰარვარდის  ბიზნესის მიმოხილვა.         
                                                    ნოემბერ - დეკემბერი, გვ. 93-102.


3.    ჯონსონი და ჯონსონი, 1998 ( Johnson, D. & Johnson, R. (1998). კოოპერატიული სწავლება და სოციალური ურთიერთდამოკიდებულება თეორია: თანამშრომლობა  www.co-operation.org/pages/SIT.html*

4.    კაგანი, 1997.  (Kagan, L., Kagan, M., Kagan., S. (1997).  ,,თანამშრომლობითი  სწავლების  სტრუქტურა".



5.     სასწავლო  და  პროფესიული  გარემო : დამხმარე სახელმძღვანელო. III ...

 

            opac.iliauni.edu.ge/eg/opac/record/17897  

  (ნ. ნიჟარაძე)   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.


6.     მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევი (2014 წელი    მასწავლებელთა

პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გვ 84-87)



7.    სამაგიდო წიგნი მასწავლებლებისთვის (200 7წელი კომპანია“ მაესტრა“  გვ 17, 18, 19)



No comments:

Post a Comment